10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 6:06 pm
ბეისბოლი

“მეტცი” დეგროუმისა და სინდერგაარდის გაცვლას არ გამორიცხავს

ჯეიკობ დეგროუმი და ნოა სინდერგაარდი წლების მანძილზე ნიუ-იორკელთა სასტარტო პიჩერები და გუნდის უცვლელი წევრები არიან. “მეტცის” წარმატებული ასპარეზობა დიდწილად სწორედ მათი დამსახურებაა. ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე, მათ გაცვლას არავინ განიხილავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გუნდის ხელმძღვანელთა შეხედულება შეიცვალა.

როგორც გუნდის გენერალური მენეჯერი ბროდი ვან ვეიგენენი აცხადებს, ისინი საინტერესო წინადადების შემთხვევაში მზად არიან ორივე სასტარტო პიჩერი გაცვალონ.

ჯეიკობს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო ნოას 2022 წლამდე. “მეტცის” ხელმძღვანელები სწორედ ახლა მიიჩნევენ იდეალურ პერიოდად ორივე პიჩერისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

სინდერგაარდი ბოლო პერიოდში ტრავმებმა გატანჯა და შესაბამისად გუნდში ურჩევნიათ სხვა ჯანმრთელი, თუნდაც ნაკლებად წარმატებული პიჩერი მიიყვანონ. რაც შეეხება დეგროუმს, მისი კლასიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე მსურველები ნამდვილად არ მოაკლდება.

გუნდის გენერალური მენეჯერის განცხადებით, “მეტცი” ორივე მოთამაშეს დაეხმარება კარიერულ წინსვლაში და ახალი, კარგი გუნდის მოძებნაში.

 

იხილეთ ასევე

Leave a review