10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 6:22 pm
ბეისბოლი

ქლეიტონ ქერშაუ განახლებულ კონტრაქტს დასთანხმდა

როგორც ცნობილი გახდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიჩერი მშობლიურ გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ქლეიტონს “დოჯერსებთან” კონტრაქტი მომდევნო ორი წელიწადი კიდევ აკავშირებდა, რა დროსაც 65 მილიონი უნდა მიეღო, მაგრამ ხელშეკრულება გაუქმდა და მხარეებმა ახალი კონტრაქტის შესახებ გადაწყვიტეს დალაპარაკება.

30 წლის პიჩერი ლოს-ანჯელესელთა ღირსებას 2008 წლიდან იცავს. მისი პირველი გუნდიც სწორედ “დოჯერსი” გახლდათ. ქერშაუ 7 გზის “ოლ სტარის” მონაწილეც არის. ასევე სამჯერ მოპოვებული აქვს NL Cy Young Award და ერთხელ დასახელდა NL MVP. ასევე 2011 წელს მიიღო Gold Glove Award.

ახალი კონტრაქტი 3 წლიანია, მაგრამ წინა ხელშეკრულებისგან განსხვავებით ქერშაუს ანაზღაურება შემცირდა და იგი მხოლოდ 93 მილიონს მიიღებს, რაც წელიწადში საშუალოდ 31 მილიონი გამოდის, მაგრამ ქლეიტონს ბონუსებიდანაც შეუძლია დამატებითი თანხის გამომუშავება. მას სეზონში ბონუსის სახით 4 მილიონის გამომუშავება შეეძლება, ასევე 24-ე, 26-ე, 28-ე და 30-ე მატჩის სასტარტო პიჩერად დაწყების შემთხვევაში თითო შეხვედრაზე თითო მილიონს მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს დამატებით 4 მილიონი გამოიმუშაოს. ქერშაუ ასევე 1.5 მილიონს მიიღებს თუ NL Cy Young ჯილდოს მოიპოვებს, ხოლო საუკეთესო სამეულში მოხვედრისთვის მისი ბონუსი 500 000$ იქნება. საბოლოო ჯამში ქერშაუს სამ წელში 93 მილიონის ნაცვლად შეეძლება 109.5 მილიონი გამოიმუშაოს, რაც ყველაზე მაღალი ანაზღაურება გახლავთ ბეისბოლში.

არაერთი ადამიანი ამბობს, რომ მე აღარ ვარ ისეთი კარგი როგორც ადრე. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას და მინდა მათ დავუმტკიცო, რომ ისინი ცდებიან. ჩემთვის გუნდში დარჩენა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სხვა გუნდებში არ მომეცემა ტიტულის მოგების იმდენი შანსი, რამდენიც “დოჯერსში” მაქვს. გუნდი ეცდება თავისუფალი აგენტების ბაზარზე რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშის მოძიებას და კონტრაქტის გაფორმებას.

აცხადებს ქერშაუ

იხილეთ ასევე

Leave a review