10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:28 pm
კალათბურთი

ამერიკამ და ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური კიდევ ორმა ნაკრებმა მოიპოვა.

ესპანეთის ნაკრებმა საშინაო არენაზე უკრაინას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 72-68 იმარჯვეს. ამ მოგებით ესპანელებმა 18 ქულა დააგროვეს და I ჯგუფის ლიდერად მოგვევლინენ. ესპანელებს წინ კიდევ ორი მატჩი აქვთ, მაგრამ ბოლო ტურში ლატვია და მონტენეგრო ხვდებიან ერთმანეთს და შესაბამისად ორივე მატჩის წაგების შემთხვევაშიც კი ესპანეთი გასულია ფინალურ სტადიაზე.

დღეს დილით კი მონტევიდეოში ურუგვაის წინააღმდეგ თავისი მატჩი გამართა ამერიკის ნაკრებმა. ეს გუნდები უშუალო კონკურენტები გახლდნენ და გამარჯვების შემთხვევაში სტუმრები ფინალური ეტაპის საგზურს ინაღდებდნენ.

ესპანელთა მატჩის მსგავსად, ურუგვაიშიც ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გაიმართა. მატჩის გამარჯვებული ბოლო პერიოდში გაირკვა, რომელიც ამერიკამ 28-16 მოიგო და მატჩში 78-70 იმარჯვა.

იხილეთ ასევე

Leave a review