10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:45 pm
კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა შანსი შეინარჩუნა

კალათბურთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ცოტა ხნის წინ თავისი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებმაც. ქართველ კალათბურთელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ისრაელის ნაკრებთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ.

მატჩი თბილისში გაიმართა და ძალიან დაძაბული, მაგრამ მწირქულიანი გამოდგა. ჩვენი კალათბურთელების მსგავსად ისრაელიც მოგების შემთხვევაში ინარჩუნებდა მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსს და შესაბამისად ბოლომდე იბრძოდა.

პირველი პერიოდი ძალიან მძიმე ბრძოლაში წარიმართა და არასაკალათბურთო ანგარიშით 9-11 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ. მეორე მეოთხედში გუნდებმა გამოასწორეს სროლის რეალიზაციის პროცენტი და საბოლოოდ ქართველმა კალათბურთელებმა 25-19 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 4 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში ისრაელი გააქტიურდა. სტუმრებმა მესამე პერიოდი 19-16 მოიგეს, ხოლო გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი 15-14. საბოლოოდ მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ქართველები უკეთ გაისარჯნენ და 7-5 იმარჯვეს. მატჩი კი 71-69 მოიგეს და სერბეთის მატჩამდე მესამე ადგილზე აღზევდნენ.

მეორე ტაიმში ისრაელი გააქტიურდა. სტუმრებმა მესამე პერიოდი 19-16 მოიგეს, ხოლო გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი 15-14. საბოლოოდ მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ქართველები უკეთ გაისარჯნენ და 7-5 იმარჯვეს. მატჩი კი 71-69 მოიგეს და სერბეთის მატჩამდე მესამე ადგილზე აღზევდნენ.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო ბითაძე გახლდათ. მან 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს.

14 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა გიორგი ცინცაძემ, ხოლო გიორგი შერმადინმა 10 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს რაც დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის მხრიდან ერთადერთი ორმაგი დუბლი გახლდათ.

ისრაელი მხრიდან კი კოენი გამოირჩა. მან გუნდს 22 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შემატა.

მიუხედავად დღევანდელი გამარჯვებისა, მომდევნო ეტაპზე საქართველოს ნაკრების გასვლის შანსი საკმაოდ მცირეა. ბევრი რამ დღეს გასამართ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. თუ საბერძნეთმა შეძლო სერბეთის დამარცხება, მაშინ საქართველოს ნაკრები შანსს შეინარჩუნებს. სერბეთის გამარჯვების შემთხვევაში კი პრაქტიკულად გამოეთიშება ბრძოლას.

იხილეთ ასევე

Leave a review