10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:50 pm
NBA

“მინესოტა” და “სან ანტონიო” ბრედლი ბილისთვის იბრძოლებენ

“ვაშინგტონ ვიზარდსი” ბოლო წლებში ვერ გამოიყურება კარგად, ხოლო მიმდინარე სეზონში საერთოდ კატასტროფულად ასპარეზობს. გუნდს 23 ტურის შემდეგ ბალანსი 9-14 აქვს და რა გასაკვირვია, რომ დედაქალაქელთა რიგების დატოვება არაერთ კალათბურთელს სურს.

უარყოფითი ბალანსის გარდა გუნდი ძალიან ცუდ თამაშს აჩვენებს. აქედან გამომდინარე “ვაშინგტონის” ხელმძღვანელები აქტიურ ქმედებებზე გადადიან და გუნდის გადახალისება სურთ.

როგორც ცნობილია, ისინი ახალი გუნდის შექმნას ეცდებიან და რამდენიმე გაცვლას გეგმავენ. სავარაუდო წამსვლელთა შორის კი გუნდის ლიდერი ბრედლი ბილი და ასევე ერთ-ერთი მთავარი ძალა ჯონ ვოლი იქნებიან. “ვაშინგტონის” ხელმძღვანელები ეცდებიან ორივე კალათბურთელის სანაცვლოდ სათანადო შევსება მიიღონ და ასევე დრაფტის მაღალი პიკებიც.

როგორც დედაქალაქური გუნდის ხელმძღვანელები აცხადებენ, ბრედლი ბილის მიმართ ინტერესს “მინესოტა” და “სან ანტონიო” იჩენენ. თავად კალათბურთელს ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

“მინესოტა” ბრედლისთვის ცუდი ვარიანტი არაა, მაგრამ “თიმბერვულვზი” არ არის ისეთი გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი. როგორც ამერიკული პრესა აცხადებს, “მინესოტა” ბრედლის დამატების შემთხვევაში ასევე სხვა ვარსკვლავის მოყვანაზეც იზრუნებს და ამრიგად როუზი, თაუნსი, ბრედლი + კიდევ ერთი ვარსკვლავი საკმაოდ სოლიდური ძალა იქნება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ “მინესოტას” ხელმძღვანელები თაუნსის შენარჩუნებას შეძლებენ.

მეორე მხრივ “სან ანტონიოს” ცუდი დროება უდგას. მართალია გუნდი მენტალურად არის საჩემპიონო, მაგრამ ბოლო პერიოდში მათ ძალიან უჭირთ, მაგრამ ბრედლის ტეხასურ გუნდში დახვდება გენიალური მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი, ასევე დახვდებიან დეროუზანი, ოლდრიჯი და გასოლი.

იხილეთ ასევე

Leave a review