10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 6:14 pm
ფეხბურთი

ლიონელ მესი “ბარსელონას” 162 მილიონად ღირებულ სუპერვარსკვლავის ყიდვას სთხოვს

ბოლო პერიოდში კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ აქტიურობენ და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა. გუნდს ევროტურნირზე წარმატების მიღწევა უჭირს, რაც “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის უკმაყოფილებას იწვევს.

მას შემდეგ რაც “ბარსელონა” ნეიმარმა დატოვა, გუნდმა მის სათანადო შემცვლელს ვერ მიაგნო. მათ “დორტმუნდიდან” დემბელე გადაიბირეს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელთა იმედები ვერ გაამართლა. ეს კი ტრავმითაც გახლდათ გამოწვეული.

როგორც ცნობილი გახდა, ლიონელ მესის სურს ნეიმარის სრულფასოვანი შემცვლელი ჰყავდეს გვერდით და გუნდის ხელმძღვანელებს “პსჟს” ფრანი ვარსკვლავის კილიან მბაპეს ყიდვას სთხოვს. მისი შეძენა კატალონიელებს იაფი ნამდვილად არ დაუჯდებათ, რადგან მისი საბაზრო ღირებულება 162 მილიონი გახლავთ.

ლიონელს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა ფრანგი შეძლებს მის მოედანზე დახმარებას, ხოლო როდესაც მესი დაასრულებს “ბარსელონაში” ასპარეზობას ღირსეული მემკვიდრე ეყოლება.

ბოლო პერიოდში მბაპეს გარდა “ბარსელონაში” დაბრუნებას “პსჟს” კიდევ ერთ ფეხბურთელს ნეიმარს უწინასწარმეტყველებენ.

იხილეთ ასევე

Leave a review