10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 6:00 pm
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი გადაიხადოს!

ჟოზე მოურინიო ამჟამინდელი შემადგენლობით სეზონის დაწყების წინა უკმაყოფილო იყო და ბუნებრივია იგი პოზიციას მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე არც ახლა შეიცვლიდა. შესაბამისად მანჩესტერული გრანდი ცვლილებებისთვის ემზადება.

როგორც ცნობილია, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა “საუთჰემპტონთან” მატჩის შემდეგ მზადყოფნა გამოთქვეს დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების, მაგრამ თავად ესპანელი გოლკიპერი ჯერჯერობით დუმს.

დავიდის მიმართ ინტერესს “პსჟ” იჩენს. ფრანგული კლუბი მზად არის ესპანელ გოლკიპერს კვირაში 350  000 გადაუხადოს, ხოლო თავად დე ხეას სანაცვლოდ მანჩესტერელები საკმაოდ დიდ თანხას მიიღებენ.

თუ დავიდმა გუნდთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, მაშინ მანჩესტერელები აუცილებლად შეეცდებიან მის სარფიანად გასხვისებას და შესაბამისად ბრიტანულ კლუბს ახალი მეკარე დასჭირდება.

როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ჟოზე მოურინიოს მოსწონს “ევერტონის” კარის დარაჯის ჯორდან პიკფორდის ასპარეზობა და მზად არის დავიდის წასვლის შემთხვევაში მის სანაცვლოდ “კანფეტებს” 70 მილიონი გადაუხადოს.

 

იხილეთ ასევე

Leave a review