10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:17 pm
ფეხბურთი

ლონდონის ”ჩელსი” უდიდეს ტრანსფერს ანხორციელებს!

არგენტინელი ფეხბურთელი “ინტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს რაც გუნდიდან მისი სავარაუდო წასვლის შესახებ საუბარს კიდევ უფრო ამძაფრებს.

იკარდის მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი იჩენს, მაგრამ თავად ფეხბურთელს ჯერჯერობით ფავორიტი კლუბი არ დაუსახელებია. როგორც ცნობილია, “ინტერის” კაპიტანი დიდი ალბათობით “რეალში” არ გადაბარგდება, რადგან მას სტაბილურად თამაში სურს რაც სამეფო კლუბში არსებული კონკურენციის ფონზე რთული იქნება.

“რეალის” გარდა იკარდის მიმართ ინტერესს “ჩელსიც” იჩენს და მზად არის “ინტერს” ოფიციალური წინადადებითაც მიმართოს. ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა კარგად იცის არგენტინელი ფეხბურთელის შესაძლებლობები, რაც მისი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

ჯერჯერობით იკარდი სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ “ინტერში” თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

იხილეთ ასევე

Leave a review