10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:15 pm
ვიდეო

გაგამარუ დღევანდელი გამარჯვებით ელიტაში აღზევდა ( ვიდეო )

მიმდინარე კიუშუ ბაშოზე ცოტა ხნის წინ თავისი ბრძოლა ჩაატარა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა.

გაგამარუ მიმდინარე ბაშოზე რანგით მესამე მაკუშიტას დივიზიონში ასპარეზობდა, მაგრამ იგი პირველი ნომერი გახლდათ და დადებითი ბალანსის შემთხვევაში დაიბრუნებდა ელიტარულ ჯურიოს დივიზიონში კუთვნილ ადგილს.

ქართველი სუმოისტი მიმდინარე ბაშოზე ცუდათ არ გამოიყურება და დღევანდელი ბრძოლის წინ ბალანსი 3-2 ჰქონდა. მას დარჩენილ 2 ბრძოლაში მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდებოდა და პროგრამა მინიმუმი შესრულებული იქნებოდა.

გაგამარუს დღევანდელი მეტოქე ჯურიოს მკვიდრი გოკუშინდო გახლდათ. ქართველი სუმოისტისგან განსხვავებით იაპონელი ძალიან ცუდ ბაშოს ატარებს და დარჩენილ ტურებში თუ რაიმე სასწაული არ მოხდა მომავალ ბაშოს მაკუშიტას დივიზიონში შეხვდება. გაგამარუმ დღევანდელი ბრძოლა აქტიურად დაიწყო. მან სასტარტო შეჯახებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ მეტოქე იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოს მიღმა.

ამ გამარჯვებით გაგამარუს 4-2 ბალანსი გაუხდა და შესაბამისად დადებითი ბალანსი გაინაღდა. ბოლო ბრძოლის წინ ქართველმა სუმოისტმა ოფიციალურად გაინაღდა ჯურიოს დივიზიონის საგზური, მაგრამ თემურს ბოლო ბრძოლის მოგებაც ესაჭიროება, რათა მომავალი ბაშოსთვის ჯურიოს რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დაიკავოს.

იხილეთ ასევე

Leave a review