10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:14 pm
რაგბი

ახალი ზელანდიის ნაკრებმა იტალია გაანადგურა

იტალიის დედაქალაქ რომში დიდი მატჩი გაიმართა. მასპინძელთა ეროვნულ გუნდს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ახალი ზელანდია დაუპირისპირდა.

“ოლ ბლექსი” მატჩს საკმაოდ ცუდ ხასიათზე შეხვდა, რადგან რამდენიმე დღით ადრე ირლანდიამ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონთა დამარცხება და ზელანდიელებს ჯავრის იტალიაზე ამოყრა სურდათ რაც გამოუვიდათ კიდეც.

როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი ზელანდიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. სტუმრები ძალიან ყურადღებით თამაშობდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგებას.

სტუმრებმა პირველი ლელოს დადება უკვე მე-8 წუთზე მოახერხეს, მაგრამ 4 წუთში იტალიელებმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირეს 3-5. ეს გახლდათ მასპინძელთათვის პირველი და უკანასკნელი ქულები აღნიშნულ შეხვედრაში. ზელანდიელებმა პირველ ტაიმში კიდევ 26 ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ შესვენებაზე 31-3 გავიდნენ.

ბუნებრივია მეორე ტაიმში იტალიელებისთვის დიდად არაფერი შეიცვლებოდა და მატჩის ბედი ლამის თამაშის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ზელანდიელებმა მეტოქე არც მეორე ტაიმში დაინდეს. მათ მეორე ნახევარში 5 ლელოს და ამდენივე ზუსტი გარდასახვის მოგროვება მოახერხეს და საბოლოოდ 66-3 იმარჯვეს.

ჯამში ზელანდიელებმა მეტოქისთვის 10 ლელოს დადება შეძლეს, ხოლო გარდასახვა 8 შეასრულეს ზუსტად. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს არცერთი ქულა საჯარიმო დარტყმიდან არ მოუპოვებიათ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბერეტი აღმოჩნდა. მან ზელანდიელებს 35 ქულა მოუპოვა. მის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი მაკენზის აქვს 15 ქულა.

იხილეთ ასევე

Leave a review