10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:17 pm
რაგბი

ექვსი ერის ლიდერთა წარმატებული სვლა

ნოემბრის ბოლო ტესტ მატჩებზე ექვსი ერის და ოთხი ერის ყველა წარმომადგენელმა იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ მათ დაპირისპირებებში საბოლოო ჯამში სოლიდური უპირატესობა სწორედ ევროპის მთავარი ტურნირის მონაწილეებმა მოიპოვეს.

ირლანდიასთან დამარცხებული ახალი ზელანდიის ნაკრები, რომ იტალიას გაანადგურებდა ეს მატჩის წინაც იყო ცნობილი და ამის შესახებ ჩვენ წინა სტატიაშიც ვისაუბრებთ. საინტერესოა, რომ ეს გახლავთ ბოლო ტესტ მატჩების ეგიდით 4 ერის წარმომადგენელთა ერთადერთი გამარჯვება 6 ერის წარმომადგენლის წინააღმდეგ.

იტალიაში გამართული მატჩის შემდეგ დღის პირველი დაპირისპირება შოტლანდიაში შედგა, სადაც მასპინძლებმა არგენტინას უმასპინძლეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, მაგრამ გუნდებს უჭირდათ ქულების მოპოვება და საბოლოოდ შოტლანდიელებმა 14-9 იმარჯვეს.

მომდევნო მატჩი კი ინგლისში გაიმართა, სადაც მასპინძლები ბოლო დროს საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მყოფ ავსტრალიას დაუპირისპირდნენ.

მატჩის ფავორიტად ინგლისელებს მოიაზრებდნენ და მათ გაცემული ავანსი მოედანზე დაამტკიცეს. სტუმრებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ძალიან კარგად მოასპარეზე ინგლისელებს და საბოლოოდ ავსტრალია 37-18 განადგურდა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ავსტრალიელთა კრიზისის. მათ აუცილებლად სჭირდებათ ცვლილებები.

ინგლისში მატჩის დასრულების შემდეგ საქმეში უელსი ჩაერთო. მათ ოთხი ერის კიდევ ერთ წევრს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლეს.

ავსტრალიელთა დარად ბოლო პერიოდში ვერც სამხრეთ აფრიკაა მოწოდების სიმაღლეზე და ეს ამ მატჩშიც გამოჩნდა. უელსმა საბოლოოდ მეტოქე 20-11 დაამარცხა და უნდა აღინიშნოს, რომ დიდად არც უნერვიულია. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და მეტოქეს ქულების აღების საშუალებას არ აძლევდნენ.

ექვსი ერის კიდევ ერთ მონაწილეს ირლანდიის ნაკრებს გაცილებით სუსტი მეტოქე ჰყავდათ დასამარცხებელი აშშ-ს სახით. ირლანდიელები საშინაო არენაზე დახვდნენ ამერიკელებს და ახალი ზელანდიის ძლევის შემდეგ არც სტუმრები დაინდეს.

დუბლინში, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში იხილა, რომელიც ირლანდიელებმა 24-14 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა აშკარად მოუმატეს და 33-0 იმარჯვეს. საბოლოოდ მატჩი ირლანდიელებმა 57-14 მოიგეს და ნოემბრის ტესტ მატჩების სერია გამარჯვების დაასრულეს.

იხილეთ ასევე

Leave a review