10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:16 pm
რაგბი

შმიდტი ირლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტს მსოფლიოს თასის შემდეგ დატოვებს

ბოლო წლებში რაგბში ირლანდიის ნაკრების პროგრესი აშკარაა და ამაში თავისი წვლილი გუნდის თავკაც ჯო შმიდტსაც მიუძღვის. იგი ირლანდიის ნაკრების სათავეში 2013 წელს მივიდა, როდესაც გუნდი მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი გახლდათ, რაც ირლანდიის სარაგბო ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი გახლდათ.

ჯომ გუნდში ბევრი ცვლილება განახორციელა. ამან კი შედეგი გამოიღო და ამჯამად ირლანდიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგის მე-2 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ ახალ ზელანდიას ჩამორჩება.

დასასრული კი ყველაფერს აქვს. როგორც ცნობილი გახდა, ჯომ სამწვრთნელო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ირლანდიის ნაკრების 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დატოვებს. მისი განცხადებით, სურს ოჯახთან მეტი დრო გაატაროს და ნაკრებიდან წასვლა სწორედ ამით არის განპირობებული. იგი ასევე სხვა გუნდის შესაძლო ჩაბარების ვარიანტსაც გამორიცხავს.

შეგახსენებთ, ირლანდიის ნაკრებმა შმიდტის ხელმძღვანელობით 62 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 46 შეხვედრა მოიგო.

იხილეთ ასევე

Leave a review