10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 6:08 pm
სუმო

ტაკაკეიშო იმპერატორის თასის მფლობელია!

წლის ბოლო ბაშოზე მე-15 ტურის ბრძოლები გაიმართა. ტურნირის მთავარი ინტრიგა ჩემპიონის ვინაობა გახლდათ. თუ ტაკაკეიშო და ტაკაიასუ თავის ბრძოლებს მოიგებდნენ, ისინი ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო თუ რომელიმე მე-15 ტურში დამარცხდებოდა მაშინ ჩემპიონი გამარჯვებული ხდებოდა.

ტაკაკეიშოს ოძეკზე გაცილებით იოლი მეტოქე ჰყავდა ნიშიკიგის სახით. მე-3 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე სუმოისტს დადებითი ბალანსი წინა ტურში ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ბუნებრივია ახლაც გამარჯვებისთვის იბრძოდა, რადგან ყოველი გამარჯვება უფრო მეტად დაწინაურების გარანტიაა. შესაბამისად ნიშიკიგი იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდა კომუსუბისთვის.

ბრძოლის სტარტი ძალიან საინტერესო გამოდგა. ნიშიკიგიმ შეძლო უპირატესობის მოპოვება და ტაკაკეიშო თითქმის დოჰიოს კიდემდე ჰყავდა მიყვანილი, მაგრამ კომუსუბმა მოახერხა რთული ვითარებიდან თავის დაღწევა და ჰატაკიკომის ილეთით მეტოქე დაამარცხა.

დღის ბოლო ბრძოლა ოძეკ ტაკაიასუსა და სეკივაკე მიტაკეუმს შორის გაიმართა. ივლისის ბაშოს ტრიუმფატორს მაკი-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად იგი ცდილობდა მხოლოდ მინიმალური უარყოფითი ბალანსით დაემთავრებინა ბაშო. ბრძოლა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. ორივე სუმოისტი ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას. გადამწყვეტ მომენტში უპირატესობა ტაკაიასუს ჰქონდა, მაგრამ მიტაკეუმმა მოახერხა ილეთით სიტუაციიდან თავის დაღწევა და მეტოქე სუკუინაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე.

დღევანდელი მარცხით ტაკაიასუს ბალანსის 12-3 გაუხდა, ხოლო ტაკაკეიშომ დღევანდელი გამარჯვებით 13-2 დააგროვა და ჩემპიონობაც გაიფორმა. რაც სავსებით დაიმსახურა. თავის მხრივ ტაკაიასუ გახლავთ მოქმედი ერთადერთი ოძეკი, რომელსაც იმპერატორის თასი არ მოუგია.

იხილეთ ასევე

Leave a review