10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:19 pm
სუმო

ტოჩინოშინი ბოლო ტურში შოჰოზანს დაუპირისპირდება

დღეს კიუშუ ბაშოს ბოლო, მე-15 ტურის ბრძოლები გაიმართება. ჩვენი ყურადღება მაკუუჩის დივიზიონისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც მიმდინარე წელს თავის ბოლო ბრძოლას გამართავს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი. იგი მე-7 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე შოჰოზანს დაუპირისპირდება.

ლევანმა კაჩე-კოში ( დადებითი ბალასნი ) გუშინ გაინაღდა. დღეს გამარჯვების შემთხვევაში იგი 2018 წელს მოგებათა რაოდენობას 60-მდე დაამრგვალებს და ამ მხრივ ლიდერობას კიდევ უფრო განიმტკიცებს. შეგახსენებთ, ტოჩინოშინი 2018 წელს მოგებების რაოდენობით პირველ ადგილზეა 59 გამარჯვებით, ხოლო მეორე ადგილზე ოძეკი ტაკაიასუ არის 56 მოგებით. სხვა მხრივ ლევანი უმოტივაციო გახლავთ.

თავის მხრივ შოჰოზანსაც დადებითი ბალანსი და რეიტინგში დაწინაურება განაღდებული აქვს, მაგრამ ტოჩინოშინისგან განსხვავებით მას მოგება კვლავ სჭირდება, რადგან რაც უფრო მეტ გამარჯვებას მოიპოვებს, უფრო მეტი წინსვლა ექნება. ამ წუთისთვის შოჰოზანს ბალანსი 9-5 აქვს.

იაპონელი სუმოისტი 34 წლის გახლავთ. იგი მართალია ამჟამად მე-7 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მაგრამ მისი მაქსიმალური მიღწევა კომუსუბის ტიტულია. შოჰოზანი 177 სმ გახლავთ და მხოლოდ 139 კგ-ს იწონის, რაც სუმოსთვის დიდ წონად არ ითვლება.

მართალია ქართველ ოძეკს ტანით პატარა მოწინააღმდეგეებთან უჭირს ბრძოლა, მაგრამ შოჰოზანი ამ მხრივ გამონაკლისია. ისინი 19-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქედან 14 ბრძოლა ტოჩინოშინმა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ლევანმა ბოლო 16-დან 13 შეხვედრის მოგება შეძლო, ხოლო 2018 წელს გამართულ ოთხივე ბრძოლაშიც ტოჩინოშინმა იმარჯვა.

იხილეთ ასევე

Leave a review