10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:17 pm
სუმო

ტოჩინოშინი გამარჯვებების მხრივ პირველია

წლის ბოლო ბაშოს დასრულებამდე 1 ტურიღა დარჩა. მართალია ჯერჯერობით ბოლო ტურნირის ჩემპიონი არ გახლავთ ცნობილი, მაგრამ ზოგიერთი სტატიტიკური მაჩვენებელი უკვე გარკვეულია და ჩვენ ამ სტატიაში სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ.

მიმდინარე წელს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი ძალიან კარგად ასპარეზობს და მოგებების რაოდენობით წლის ლიდერი გახლავთ.

კიუშუ ბაშოს დაწყებამდე ლევანი გამარჯვებების რაოდენობით იოკოძუნა კაკურიუსთან ერთად 1-2 ადგილს ინაწილებდა. მონღოლი სუმოისტი ტურნირს ტოვებდა და ბუნებრივი იყო ტოჩინოშინი მალევე ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა. ახლა ლევანს 59 მოგება აქვს აქტივში და თუ ხვალ შოჰოზანს დაამარცხებს მაჩვენებელს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ მარცხის შემთხვევაშიც პირველ ადგილზე დარჩება.

მეორე ადგილს ასევე ოძეკი ტაკაიასუ იკავებს 56 გამარჯვებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელ სუმოისტს მაისის ბაშო ტრავმის გამო გამოტოვებული აქვს და შესაბამისად მისი ბალანსი 0-15 გახლდათ. იგი მიმდინარე ბაშოზე ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატიც გახლავთ. რაც შეეხება ჩემპიონობის კიდევ ერთ კანდიდატ ტაკაკეიშოს, მას მხოლოდ 49 გამარჯვება აქვს აქტივში.

იოკოძუნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი კაკურიუს აქვს 51 გამარჯვება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან ივლისის ბაშოზე 3 მოგების და 3 მარცხის შემდეგ ტრავმა მიიღო და 9 მარცხი ტექნიკური ჩაეთვალა, ხოლო მიმდინარე ბაშოზე არ ასპარეზობს.

შემდეგ არის ლეგენდარული ჰაკუჰო 31 მოგებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მას იანვრის ბაშოზე მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს, ხოლო 10 წაგება ტექნიკური ჩაეთვალა. ასევე გამოტოვა მარტის ბაშო, ტრავმა მიიღო ივლისის ბაშოზე და მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვა და გამოტოვა მიმდინარე ბაშო.

რაც შეეხება ერთადერთ იაპონელ იოკოძუნა კისენოსატოს, მან იანვრის ბაშოზე მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. 5 ბრძოლა წააგო, ხოლო დარჩენილი 9 შეხვედრა ბაშოდან მოხსნის გამო ტექნიკურ წაგებად შეუფასდა. ასევე კისენოსატომ გამოტოვა მარტის, მაისის და ივლისი ტურნირები. ხოლო სექტემბერში 10-5 დაასრულა. მიმდინარე ბაშოზე იგი ასპარეზობდა, მაგრამ საწყისი 5 მარცხის შემდეგ ტრავმის მიზეზით ტურნირიდან მოეხსნა და შესაბამისად აქაც 0-5-10 ჩაეთვალა. ჯამში კისენოსატომ მიმდინარე წელს მხოლოდ 11 შეხვედრის მოგება მოახერხა. მათ შორის ერთი ტოჩინოშინთან სექტემბრის ბაშოზე.

იხილეთ ასევე

Leave a review